აშშ-ის შტატ ნევადის პოლიცია ადასტურებს ინფორმაციას, რომ სკოლის მოსწავლემ, რომელმაც ორშაბათს ქალაქ სპარკსში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მასწავლებელი და მძიმედ დაჭრა ორი მოსწავლე, თავი მოიკლა. სკოლის მოსწავლის ვინაობა არ მჟღავნდება. უცნობია მიზეზიც, თუ რის გამო გაუხსნა მან სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს ცეცხლი. თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მოზარდის ნათესავებს ეყრდნობა, ბიჭი 12 წლის იყო და იარაღი მის მშობლებს ეკუთვნოდა. როგორც სკოლის მოსწავლეები ჟურნალისტებს უყვებიან, სანამ სროლას დაიწყებდა, ბიჭი აღგზნებული იყო და გარშემომყოფებს ეკითხებოდა, რატომ დასცინიან მას.
ყველაზე პოპულარული
1