24 ქვეყნის ექვსი ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა ლაიპციგის მახლობლად გამართულ თეატრალურ სანახაობაში, რითაც აღინიშნა ნაპოლეონის მმართველობის წინააღმდეგ 200 წლის წინანდელი ბრძოლის, „ხალხთა ბრძოლად“ წოდებული სამხედრო დაპირისპირების იუბილე. ამ ისტორიული ბრძოლის გათამაშების სანახავად 30 ათასი ადამიანი მივიდა. 1813 წლის ნოემბერში მომხდარ ბრძოლაში ევროპის ხუთი სახელმწიფოს, ავსტრიის, პრუსიის, რუსეთის, ინგლისის და შვეციის ჯარებმა, სულ ნახევარმა მილიონმა სამხედრომ, დაამარცხეს საფრანგეთი და დაასრულეს ნაპოლეონის მმართველობა. „ხალხთა ბრძოლაში“ 90 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1