Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ ილჰამ ალიევი პრეზიდენტად გამოცხადა


აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი წლით ოფიციალურად გამოაცხადა ამ ქვეყნის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი მას მერე, რაც პრეზიდენტმა ფიცი დადო. საზეიმო ცერემონია პარლამენტის შენობაში შედგა. ალიევმა 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა 84 პროცენტით. მეორე ადგილი დაიკავა ოპოზიციურმა კანდიდატმა, ჯამილ ჰასანლიმ, ხუთ-ნახევარი პროცენტით. პრეზიდენტმა არჩევნებს დემოკრატიის ტრიუმფი უწოდა და მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. საერთაშორისო მეთვალყურეებმა აზერბაიჯანის არჩევნები უარყოფითად შეაფასეს. კეგნჭისყრის დროს სერიოზული დარღვეები მოხდა, თვლის ეუთო.
XS
SM
MD
LG