ერაყში, სულ ცოტა, 12 ადამიანი, უმეტესწილად ბავშვები შეიწირა აფეთქებამ, რომელიც დანაღმული ავტომანქანით მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის მახლობლად, თურქეთის საზღვართან. ამ რეგიონში ძირითადად ეთნიკურად თურქმენი შიიტები სახლობენ. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრა 50-მდე ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
ყველაზე პოპულარული
1