ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე უკრაინისაგან მოელის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს ვილნიუსის სამიტამდე მიეცემა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლის შესაძლებლობა. ვილნიუსში 28-29 ნოემბერს ჩატარდება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი, რომელზეც უკრაინა, როგორც ის იმედოვნებს, ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანახმებას. ევროკავშირი ხელმოწერას უკავშირებს იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნას, რადგან მისი დაპატიმრება ბევრს მიაჩნია პოლიტიკურად მოტივირებულად. ტიმოშენკოს 2011 წელს მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით.
ყველაზე პოპულარული
1