რუსეთში პოლიციამ დააკავა ორი ჩრდილოეთკავკასიელი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ქიმიური იარაღის საცავზე ტერორისტული თავდასხმის მზადებაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაკავებული ახალგაზრდები 19 და 21 წლის არიან. ისინი, სავარაუდოდ, გეგმავდნენ თავდასხმას ქიმიური იარაღის საცავზე კიროვის რეგიონში, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1000-მდე კილომეტრში მდებარეობს. გამომძიებლების ცნობით, ბომბის კომპონენტები და ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურა იპოვეს შენობაში, რომელშიც ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ.
ყველაზე პოპულარული
1