Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე 20-მდე გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლი


ფილიპინებზე 20-მდე გაიზარდა მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლი. ცენტრალურ ფილიპინებში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა სამშაბათს დილით მოხდა. ფილიპინების სამოქალაქო თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 15 ადამიანი დაიღუპა მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ ცებუზე. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ახლომდებარე კუნძულ ბოჰოლზე იყო. ბოჰოლზე 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 33 ადამიანი. მიწისძვრის შემდეგ არ გამოცხადებულა ცუნამი საფრთხის შესახებ.
XS
SM
MD
LG