საქართველოს მთავრობა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა მთავრობამ ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა და ეს პოზიცია უცვლელია. ”ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და სიტუაციიდან გამომდინარე, თუ ოლიმპიადის პოლიტიზება გაგრძელდება რუსეთის მხრიდან, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ”, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს პეტიციას, რომლის ხელმომწერები სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვენ, მაგრამ სახელმწიფო მხოლოდ პეტიციებით არ იმართება.
პაატა ზაქარეიშვილი ამ ეტაპზე ვერ ხედავს სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების საფუძველს
ყველაზე პოპულარული
1