Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი უარყოფს მოთხოვნას გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანის შესახებ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაკჩის განცხადებით, თეირანი არ გაიტანს ირანიდან გამდიდრებული ურანის მარაგს, მაგრამ მზად არის, მოქნილი პოზიცია ჰქონდეს ბირთვული პროგრამის სხვა ასპექტებთან მიმართებით. ირანის სახელმწიფო მედიასთან საუბარში, არაკჩიმ აღნიშნა, რომ თეირანი მოლაპარაკებას გამართავს ურანის გამდიდრების „მასშტაბის, დონის და გამდიდრების მეთოდების შესახებ, მაგრამ მასალის გატანა ირანისათვის წითელი ხაზია“. არაკჩის ეს განცხადება წინ უსწრებს ჟენევაში ორდღიანი შეხვედრის დაწყებას - საქმე ეხება ბირთვული პროგრამის საკითხზე ირანის დელეგაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლების პირველ შეხვედრას მას შემდეგ, რაც ჰასან როჰანი გახდა ირანის პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG