უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ მძიმე ბრალდებებს უყენებს სირიელ მეამბოხეებს მთავრობის მომხრე ალავიტების სოფლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში, „ჰიუმან რაითს უოჩი“ აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერმა მებრძოლებმა, სულ ცოტა, 190 სამოქალაქო პირი დახოცეს და 200-ზე მეტი მძევალი აიყვანეს 4 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის დროს. ამასთან, ოპერაციის მონაწილე ორ ოპოზიციურ ჯგუფს ჯერ კიდევ ჰყავს მძევლები - უმეტესწილად, ქალები და ბავშვები. „ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, ეს დარღვევები „ომის დანაშაულებს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს“ უტოლდება. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ადგილზე ჩაატარა გამოძიება.
ყველაზე პოპულარული
1