ერაყის მთავრობის განცხადებით, ბოლო დღეებში სიკვდილით დასაჯეს 42 პატიმარი. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 42-ვე, მათ შორის ერთი ქალი, ტერორიზმისათვის იყო გასამართლებული. შედეგად, ერაყში 132-მდე გაიზარდა წელს დასჯილთა რიცხვი. სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანა ერაყში, ჩვეულებრივ, ჩამოხრჩობით ხდება. სიკვდილით დასჯის გამო ერაყს მკაცრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველები. საფრანგეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, „მსოფლიო კოალიცია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ აცხადებს, რომ 2012 წელს ერაყს მესამე ადგილი ერგო სიკვდილით დასჯილ პირთა რაოდენობით, ჩინეთისა და ირანის შემდეგ. მსოფლიოში დღეს აღინიშნება სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო დღე.
ყველაზე პოპულარული
1