სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოლიმპიური კომიტეტისადმი გასაგზავნ მიმართვას 7014 მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება. პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით შემუშავდა, ორი დღის წინ კი მასზე ონლაინრეჟიმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საქართველოს მოქალაქეების აზრით, რომლებიც პეტიციას უერთდებიან, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, "როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას".
ამ დროისთვის 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების შესახებ ონლაინპეტიციას
ყველაზე პოპულარული
1