საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ბაჩანა ახალაიას შეხვედრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების გამო. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის განმარტებით, ”გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სასჯელაღსრულების ერთ-ერთი დაწესებულების საკანში მოთავსებული ბაჩანა ახალაიას და ცალკეული პირების შეხვედრებსა და საუბარს.” ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების საფუძვლად იქცა, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
ყველაზე პოპულარული
1