Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში გლოვის დღე გამოცხადდა მიგრანტების ნავის ჩაძირვის შემდეგ


იტალიის ნაპირთან, სულ ცოტა, 134 ადამიანი დაიღუპა მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად. დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი ადამიანი. იტალიის მთავრობამ პარასკევი გლოვის დღედ გამოაცხადა. ტრაგიკული ინციდენტი სამხრეთში მდებარე კუნძულ ლამპედუზასთან მოხდა. იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა, ანტონიო კანდელამ გააცნო ჟურნალისტებს ინფორმაცია ნავის ჩაძირვის მიზეზზე. „პირველი მოწმის ჩვენებით, (...) ნავს ცეცხლი წაეკიდა და ამის გამო ყველა წინ გავარდა და ამან გამოიწვია ნავის გადატრიალება. ასობით ადამიანი ჩაცვივდა ზღვაში“, - ამბობს იტალიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები, მაგრამ შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაიზრდება. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, მიგრანტების უმრავლესობა ერითრეიდან და სომალიდან არის. კუნძული ლამპედუზა ტუნისსა და სიცილიას შორის მდებარეობს და ბევრი მიგრანტისთვის არის კარიბჭე ევროკავშირში შესაღწევად.
XS
SM
MD
LG