თელავში გარდაიცვალა მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რიგითი დათხოვნაში იმყოფებოდა. თუმცა, დღეს მოწყობაზე უნდა გამოცხადებულიყო. ბატალიონის თანამშრომლებმა მას სახლში მიაკითხეს და გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
ყველაზე პოპულარული
1