გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ უარყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა და განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ბირთვული იარაღს ადგილი არ არის. „ირანის ბირთვულ პროგრამას, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ხელთ არსებული პროგრამებს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზანი უნდა ჰქონდეთ. ბირთვულ იარაღს და მასობრივი განადგურების სხვა იარაღს არ აქვს ადგილი ირანის თავდაცვის დოქტრინაში და იგი ჩვენ რელიგიურ და ეთიკურ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება.“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი „მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს დროში გაწერილ და შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებში ურთიერთნდობის აღსადგენად“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ აშშ-ს კვლავაც სურს ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ საკითხის „დიპლომატიური გზით“ მოგვარებას ემხრობა.
ყველაზე პოპულარული
1