ამ კვირაში თბილისს სტუმრობდა ავტორიტეტიანი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ლგბტ ადვოკატირების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ჰოლანდიის პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის დიტრიხი. ის საქართველოში გაეროს, ჰოლანდიისა და ბრაზილიის საელჩოების, ორგანიზაცია „იდენტობისა“ და ევროპული სახლის მოწვევით ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. როგორი იქნება Human Rights Watch-ის შეფასება მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა, რამდენად სერიოზული პრობლემაა ჰომოფობია აღმოსავლეთ ევროპასა და მთელ მსოფლიოში და რა გამოწვევების წინაშე დგანან ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ბორის დიტრიხს გაესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ამას წინათ თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუს ვუსმენდი, სადაც ამბობთ, რომ, ლგბტ უფლებების თვალსაზრისით, ორი ძირითადი ტენდენცია შეიმჩნევა - ერთი მხრივ, სულ უფრო მატულობს იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებიც ანტიდისკრიმინაციულ კანონებს იღებენ და დასაშვებად ცნობენ ერთსქესიან ქორწინებას, მეორე მხრივ კი, არის ქვეყნები, რომლებიც განაგრძობენ ჰომოსექსუალობის კრიმინალიზებას. შეგიძლიათ დაგვიხატოთ როგორია სურათი, ერთგვარი მსოფლიო ჰომოფობიის რუკა?
ბორის დიტრიხი: კარგი იქნება, თუ საუბარს დავიწყებთ იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 წევრი ქვეყნიდან 76-ში ჰომოსექსუალური კავშირი ისჯება კანონით, ზოგან სასჯელი - სიკვდილით დასჯაა. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია მათ კანონმდებლობაში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალური კავშირი არ არის კრიმინალიზებული, სამოთხეა ლგბტ უფლებების თვალსაზრისით. ასეთ ქვეყნებშიც შეიძლება შევხვდეთ ჰომოფობიით გამოწვეულ ძალადობას. მე შემიძლია ვილაპარაკო იმ სახელმწიფოებზე, სადაც ისჯება არა მხოლოდ ჰომოსექსუალური კონტაქტი, არამედ თავად ჰომოსექსუალობაც. მაგალითად, კამერუნში საკმარისია მეზობელმა პოლიციაში დარეკოს და თქვას ვინმეზე, რომ ის გეია ან ლესბოსელი, რომ ეს კონკრეტული ადამიანი საკმაოდ დიდი ხნით - 3-დან 5 წლამდე - შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს და ჩვენ ვიცით ასეთი ფაქტების შესახებ. „ჰიუმან რაიტს უოჩმა“, სადაც მე ვმუშაობ, სპეციალური ანგარიშიც მოამზადა ამის შესახებ და ჩვენ ვცდილობთ ვაიძულოთ კამერუნის მთავრობა, რომ შეცვალოს ეს“.
რადიო თავისუფლება: თქვენ გამუდმებით ხვდებით როგორც ჰომოფობიის მსხვერპლთ, ისე მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყანაში და ცდილობთ გარკვეული პროგრესის მიღწევას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის პოლიტიკის თვალსაზრისით. რამდენად რთულია ამ მხრივ ვითარება სხვადასხვა ქვეყნებში და რა შედეგები გაქვთ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში?
ბორის დიტრიხი: ეს საკმადო დელიკატური და რთული თემაა სასაუბროდაც კი. ბევრ ქვეყანაში, სადაც მე მივდივარ, არ არის მიღებული სექსუალობასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ჰომოსექსუალობასა და უფლებებზე. ამიტომ ხანდახან ძალიან რთულია დისკუსია. მაგალითად, უგანდაში ერთ-ერთმა მინისტრმა, რომელიც ასეთ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი, მითხრა, როდესაც ცალკეულ შეთანხმებებს მოვაწერეთ ხელი და საერთაშორისო ვალდებულებები ავიღეთ, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ეს ადამიანის უფლებები ლგბტ უფლებებსაც მოიცავდაო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის უფლებები ყველა ადამიანის უფლებას ნიშნავს. ეს უნივერსალური, განუყოფელი უფლებებია. თუნდაც საქართველოშიც ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მოიცავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ჩანაწერი კანონში საკმარისი არ არის ხოლმე, საჭიროა ქვეყანაში ამ საკითხების მხარდამჭერი ჯგუფების არსებობა.
რადიო თავისუფლება: აი, მაგალითად, საქართველოში ხალხი, ზოგადად, თითქოს უფლებების დარღვევის მომხრე არ არის, - ეს რამდენიმე გამოკითხვიდანაც გამოჩნდა, -მაგრამ, ამასთანავე, ამბობენ, რომ მათი რელიგია, კულტურა, ტრადიციები არ მოდის შესაბამისობაში თუნდაც ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასთან და ა. შ.. როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი რელიგიას და ტრადიციებსა და ადამიანის უნივერსალურ უფლებებს შორის?
ბორის დიტრიხი: ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან, როგორც წესი, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი სწორედ რელიგიური არგუმენტია ხოლმე. ამ მიდგომას, ჩემი აზრით, საუკეთესოდ პასუხობს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი თავის გამოსვლებში. ის ამბობს: ადამიანის უფლებები არის უმთავრესი რამ და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კულტურა, ტრადიციები და რელიგია. როცა საერთაშორისო კანონმდებლობა გეუბნება, რომ შენ, მთავრობამ, არ უნდა მოახდინო ცალკეული მოქალაქეების დისკრიმინაცია, ამ დროს ვერ უპასუხებ, ჩემს კულტურას და ტრადიციებს არ აღელვებს ლგბტ უფლებებიო. არა, ბან კი მუნი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები უპირველესია ყველგან და ყოველთვის და, ვფიქრობ, გაეროს ტრიბუნიდან გაგზავნილი ეს მესიჯი ყველა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მათ შორის, საქართველოს მთავრობისთვისაც.
რადიო თავისუფლება: როცა საზოგადოების ერთმა ჯგუფმა საქართველოში ერთსქესიან ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი, ამას ხალხში უდიდესი პროტესტი მოჰყვა. თქვენი აზრით, რა შეცვლის ამ დამოკიდებულებას - მეტი ინფორმაცია და ახსნა, თუ რა არის მნიშვნელოვანი, თუ რა, თქვენი აზრით?
ბორის დიტრიხი: რასაც მე ბევრ ქვეყანაში ვხედავ და შესაძლოა ასეა საქართველოშიც, ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი შიშს იწვევს. პოლიტიკოსები ხანდახან ლგბტ თემს განტევების ვაცად იყენებენ. მაგალითად, არჩევნების წინ ის პოლიტიკოსები, ვისაც არ სურს ილაპარაკოს კორუფციაზე ან სიღარიბეზე, უცებ იწყებენ ლაპარაკს ერთსქესიან ქორწინებაზე. მაგალითად, როგორც ვიცი, საქართველოში ეს თემა სერიოზულად არც წამოწეულა, მაგრამ როცა ამაზე ლაპარაკს იწყებს პოლიტიკოსი ან სასულიერო პირი, აგრესია ხალხში იზრდება და მათთვის ნამდვილად საინტერესო საკითხებიდან ყურადღებაც ამ თემაზე გადადის. ამიტომ ხშირად უნდა დავაკვირდეთ ვინ და როდის ლაპარაკობს ამ საკითხებზე და მივხვდებით, რომ ეს პოლიტიკური თამაშია. ლგბტ თემს კი ხშირად იყენებენ სწორედ ყურადღების მიპყრობის მიზნით.
რადიო თავისუფლება: რატომ ხდება ადამიანი ჰომოფობი, რატომ არის ასე რთული, თქვენი აზრით, ისეთი ადამიანების ატანა, რომლებიც, უბრალოდ, დანარჩენებისგან რაღაცით განსხავდებიან?
ბორის დიტრიხი: ვისურვებდი, რომ ამ კითხვაზე რეალური პასუხი მქონოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჰომოფობიას რამდენიმე ასპექტი აქვს. პირველი - რელიგიური. ზოგიერთი რელიგია ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ქალი და მამაკაცი და მათი ურთიერთობის სხვა კომბინაცია არასწორია. არის კიდევ სხვა მიზეზი - უცოდინრობა. ბევრ ქვეყანაში ჰგონიათ, რომ ჰომოსექსუალები პედოფილები არიან. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ ფაქტებით. პირველ რიგში, ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ როცა შენ ჰომოსექსუალი ხარ, ამას შენ არ ირჩევ, არამედ ასე იბადები, ეს შენი გენებია, ზუსტადაც ღმერთის მიერ მოცემულია, თუ ღმერთის გჯერა.
რადიო თავისუფლება: თქვენ „ჰიუმან რაიტს უოჩს“ წარმოადგენთ და საინტერესოა, ამ საკითხების მხრივ საქართველო თუ არის თქვენთვის საყურადღებო ქვეყანა. ალბათ, იცით იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც 17 მაისს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს, თბილისში განვითარდა. თუ აისახება ეს თქვენს მომავალ ანგარიშში?
ბორის დიტრიხი: დიახ, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. როგორც ცნობილია, არაერთ საკითხს შევხებივართ ჩვენს ანგარიშებში. მაგრამ თუ 17 მაისზე ვლაპარაკობთ, მართლაც შოკირებული ვიყავი იმ აგრესიით, რაც იმ დღეს თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს აგრესია კარგად ჩანდა ვიდეოებში, რომლებშიც სასულიერო პირები და ხალხი იმ ავტობუსის მინების ჩამსხვრევას ცდილობდა, რომელშიც ლგბტ თემის წარმომადგენლები იყვნენ. ჩემი დაკვირვებით, მთავრობისგანაც არ ყოფილა მკაცრი მოწოდებები, რომ ეს ცუდია, რომ რელიგიურ ნიადაგზე გაჩენილი ეს აგრესია უნდა შეწყდეს და ამაზე პასუხი აგონ თუნდაც სასულიერო პირებმა. მე სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ამ საკითხებზეც გავამახვილო ყურადღება. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე ამ საკითხებსაც წამოვწევ.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს, გკითხავთ: ევროპა დღეს და ევროპა ათი წლის წინ... თქვენი დაკვირვებით, ჰომოფობიის თვალსაზრისით, რა შეიცვალა ამ ათ წელიწადში? რომ შეადაროთ, რა სურათი იყო მაშინ და რა ვითარება გვაქვს დღეს?
ბორის დიტრიხი: მხოლოდ ევროპა კი არა, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა პროგრესი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის მხრივ. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში დისკრიმინაცია აკრძალულია და არაერთი მექანიზმით არის გამყარებული - იქნება ეს ომბუდსმენის ინსტიტუტი თუ სხვა. ხალხს შეუძლია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლოს ამის გამო. იგივე შესაძლებლობა აქვს საქართველოსაც, როგორც ევროსაბჭოს წევრს. ევროსაბჭომ 2011 წელს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, -რეკომენდაციები მთავრობებს, - რომელიც საქართველოსაც აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს და მასში ნათლად წერია, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, როგორც კანონმდებლობის დახვეწის, ისე ლგბტ ჯგუფების მხარდაჭერის თვალსაზრისით.