ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ გმობს აზერაბიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტის, ფარვიზ ჰაშიმლუს დაპატიმრებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებს მოითხოვს. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აღნიშნავს, რომ ჰაშიმლუ „შეთითხნილი ბრალდებების“ საფუძველზეა დაკავებული. ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით, რომ მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტ ჰაშიმლუს სამშაბათს წაუყენეს ბრალდებები მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მის სახლში, როგორც ისინი აცხადებენ, ექვსი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. სასამართლომ მას ორ თვემდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჰაშიმლუ ბრალდებებს უარყოფს.
ყველაზე პოპულარული
1