Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გრინპისი" აპროტესტებს რუსეთში აქტივისტების დაკავებას


გარემოს დამცველ ორგანიზაცია "გრინპისის" მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს ატარებენ "გრინპისის" რუსეთში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით. აქციები ტარდება რუსეთშიც და უცხოეთშიც. „გრინპისის“ აქტივისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც, 18 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, ისინი არქტიკაში კომპანია „გაზპრომის“ საბურღ პლატფორმაზე ავიდნენ. „გრინპისი“ აპროტესტებს „გაზპრომის“ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს 2014 წელს ნავთობის წარმოების დაწყებას საბურღ პლატფორმა „პრირაზლომნაიაზე“. გუშინ "გრინპისის" გემზე ვერტმრფენიდან გადასხეს რუსი შეიარაღებული მეასზღვრეები, რომლებმაც 25 გარემოსდამცველი შეიპყრეს. რუსეთის სასაზღვრო ძალების განცხადებით, "გრინპისის" გემს მურმანსკის პორტში შეიყვანენ. "გრინპისის" წარმომადგენელმა, ალექსეი კისელივომა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გარემოს დამცველები არ მოელოდნენ ასეთ რეაქციას: "ჩვენც მართლაც გაგვაკვირვა რეაქციის სიმძაფრემ. არა მგონია, მსოფლიოში არსებობდეს თუნდაც ერთი სპეცსამსახური, თუნდაც ერთი სახელმწიფო, რომელმაც არ იცოდეს, რომ გრინპისის მოღვაწეობა - ამ ორგანიზაციის არსებობის მთელი 42 წლის განმავალობაში - ატარებს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან, არაძალადობრივ ხასიათს. კი ბატონო, სხვა ქვეყნებში ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოუყენებიათ, მაგრამ, მართალი გითხრათ, პირველად მოხდა, რომ მიმართეს მეთოდებს, რომლებიც კომანდოსზე გადაღებულ ფილმებს უფრო გვაგონებს". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც "გრინპისს" აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG