Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი ბრიუსელში შეხვდა ევროკომისრებს - შტეფან ფიულეს და სესილია მალმსტრიომს


საქართველომ შარშან დემოკრატიულად შეცვალა პარლამენტი და წელს ასეთივე გზით შეცვლის პრეზიდენტსაც - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელში, სადაც ევროკომისრებს, შტეფან ფიულესა და სესილია მალმსტრომს შეხვდა. წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დემოკრატიის მშენებლობა ინსტიტუტების დონეზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე გადადგმა ისეთი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ნაბიჯებისა, რომლებიც ნებისმიერი მომავალი მთავრობის პირობებში შეუქცევადი იქნება. „ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება და საქართველოს ხალხს, რომელიც შეუსვენებლად განაგრძობს სვლას ევროპისკენ, თქვენი ხელშეწყობის იმედი აქვს“, − განაცხადა ევროკომისრებთან შეხვედრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანს სესილია მალმსტრომმა აცნობა, რომ ოქტომბერში საქართველოს ესტუმრებიან ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირველ ეტაპს შეაფასებენ.
XS
SM
MD
LG