Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პროექტი


უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პროექტი. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პროექტს ოთხშაბათს ერთხმად მიემხრნენ მთავრობის წევრები. უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღანელმა, იან ტომბინსკიმ კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ასოცირების შეთანხმების პროექტის დამტკიცება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ვილნიუსის სამიტზე შეთანხმების ხელმოწერისაკენ, რაც „უკრაინის მოქალაქეებისა და ევროკავშირის ერთობლივი წარმატება“ იქნება. ამასობაში, უკრაინის კომუნისტური პარტიის წევრებმა გამოაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარს კომუნისტების მოთხოვნაზე, უკრაინაში ჩატარდეს რეფერენდუმი საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხზე. მოსკოვი ზეწოლას ახდენს კიევზე, რათა მან უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და ამის ნაცვლად შეუერთდეს საბაჟო კავშირს, რომელიც რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG