Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიცში დაპირისპირება მოჰყვა ე.წ. საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვას


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება სოფელ დიცში მიმდინარე პროცესებს და ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ეს განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც დიცის მოსახლეობამ სამშაბათს უკმაყოფილება გამოთქვა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ღობეების აღმართვის პროცესის განახლების გამო. ცნობების თანახმად, სოფელ დიცში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, ხოლო მოგვიანებით რუსმა მესაზღვრეებმა ისევ განაგრძეს ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები.
XS
SM
MD
LG