აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს,რომ დაადგინეს ერთ-ერთი თავდასმხმელის ვინაობა, იგი ტეხასელი აარონ ალექსისია, რომელიც საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს. პოლიციის ცნობით სულ 13 კაცი დაიღუპა ვაშინგტონთან ახლომდებარე სამხედრო-საზღვაო გემთმშენებელი ბაზის შტაბში ატეხილი გააფთრებული სროლის შედეგად. ამჟამად ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელსაც სამხედრო ფორმაში იყვნენ შემოსილნი. თავდასხმის მოტივი უცნობია. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას „წარმოუდგენელი ძალადობა“ უწოდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო გემთმშენებელი ქარხანა, რომელზეც თავდასხმა მოხდა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უძველესი ბაზაა, რომელიც აშენებს და ყიდულობს გემებსა და მართვის სიტემებს. სამხედრო ობიექტზე, რომელიც ვაშინგტონიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, 3 ათასი კაცია დასაქმებული.
ყველაზე პოპულარული
1