აშშ-ში პოლიციელები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ეძებენ შეიარაღებულ პირს, ან პირებს, ვინც რამდენიმე ადამიანი მოკლა და 10-მდე პირი დაჭრა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე თავდასხმისას. ინციდენტი ორშაბათს დილით მოხდა საზღვაო სისტემების სარდლობის შტაბ-ბინის შენობაში. სამხედრო ბაზის წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება თავდამსხმელების რაოდენობაზე. სულ ცოტა, ერთი თავდამსხმელი „ბლოკირებულია“, მაგრამ ჯერ არ არის დაკავებული. სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ბაზაზე 3000-მდე ადამიანია დასაქმებული. საზღვაო სისტემების სარდლობას აშშ-ის სამხედრო ხომალდებისა და საბრძოლო სისტემების დამზადება და შეძენა ევალება.
ყველაზე პოპულარული
1