ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულემ ერევანში განაცხადა, რომ ევროკავშირი არ მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას და თანმხლებ ხელშეკრულებას ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სომხეთთან, როცა ერევანი ამავე დროს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირს ეკუთვნის. ფიულეს თქმით, ბრიუსელი მზადაა ამ ორი შეთანხმების გარეშე ახალი პროცესი წამოიწყოს სომხეთთან ურთიერთობაში. ფიულემ რუსეთის თაობაზე შემდეგი განაცხადა: "ევრაზიული კავშირის პროექტის განვითარებამ პატივის უნდა სცეს ჩვენი პარტნიორების სუვერენულ გადაწყვეტილებას. მიუღებელია რუსეთის ყოველგვარი მუქარა ევროკავშირთან შეთანხმებების ხელის მოწერის გამო. ევროპის კავშირი დაეხმარება და მხარში დაუდგება ასეთი შეუფერებული ზეწოლის სუბიექტებს“. თქვა შტეფან ფიულემ ერევანში, სადაც ის შეხვდა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ყველაზე პოპულარული
1