Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი მიესალმება საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნას მიესალმება. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თამარ ჟვანია, რომელიც იყო გაეროს საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი და რომელსაც მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, იქნება გარანტი იმისა, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. "თამარ ჟვანია არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს უჭერენ წამყვანი პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება. მჯერა, რომ ის გამოიყენებს თავის გამოცდილებას იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში", - აღნიშნავს ივანიშვილი.
XS
SM
MD
LG