Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის მძარცველებს რუსეთში განაჩენი გამოუტანეს


პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავარიის ადგილზე ჩადენილ ძარცვაში ოთხშაბათს სმოლენსკის სამხედრო სასამართლომ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დამნაშავედ ცნო. სააგენტო „ინტერფაქსის „ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოთხივე სამხედრო პირი დამნაშავედ სცნეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში. ამასთან, პატიმრობა შეეფარდა მხოლოდ ერთ-ერთ სამხედროს, სერგეი სიროვს, რომელიც საერთო რეჟიმის კოლონიაში ორ წელს დაჰყოფს. სისხლის სამართლის საქმე 2010 წლის ზაფხულში მას შემდეგ აღიძრა, რაც პოლონეთის პრესაში დაიბეჭდა ცნობა ერთ-ერთი დაღუპულის საბანკო ბარათიდან ფულის დაკარგვის შესახებ.
XS
SM
MD
LG