პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება. მასალების განადგურების დღევანდელი პროცედურის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის გაუქმებასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე. წულუკიანის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმის განსაზღვრაზე, თუ კონკრეტულად რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს მსგავსი დანაშაული.
ყველაზე პოპულარული
1