Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: პრემიერის და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას


"პრემიერ ივანიშვილისთვის რუსეთის ჯაშუში არასდროს მიწოდებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, უსაფრთხოებას და შედის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა. გიგა ბოკერიას თქმით, ამის უახლესი მაგალითია პრემიერის სკანდალური განცხადება, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ერაზიულ კავშირზე, რომელის იდეაც არის პუტინის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოსაშლელად და რუსეთის სატელიტებად გადასაქცევად. ბოკერიას შეფასებითვე, საგანგაშოა, როდესაც საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრემიერს ამ თემაზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG