საფრანგეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა ქიმიური იარაღით „მასშტაბური“ შეტევა განახორციელეს. ანგარიში, რომელიც ცხრა გვერდისგან შედგება, ფრანგ კანონმდებლებს ორშაბათს წარუდგინეს. გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით ანგარიშში წერია, რომ დამასკის შემოგარენში 21 აგვისტოს მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 281 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ანგარიშის თანახმად, გავრცელებული ცნობები, რომ თავდასხმას 1,500-მდე ადამიანი შეეწირა, შესაბამისობაშია ქიმიური იარაღით განხორციელებულ ასეთი სიმძლავრის თავდასხმასთან. პარიზი და ვაშინგტონი სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ნაბიჯებს უჭერენ მხარს. ასადი უარყოფს შეტევის განხორციელებას. ორშაბათს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების მხრიდან სამხედრო ჩარევას „რეგიონული ომის“ გამოწვევა შეუძლია. ამასთან, ასადის თქმით, სამხედრო კამპანიაში ჩაბმას საფრანგეთისთვის შედეგები მოჰყვება.
ყველაზე პოპულარული
1