Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურსის „მკვლელობის მოწოდებისთვის“ გაასამართლებენ


ეგვიპტის ჩამოგდებულ პრეზიდენტს მოჰამედ მურსის ოპოზიციურად განწყობილი დემონსტრანტების „მკვლელობის მოწოდებისთვის“ გაასამართლებენ, ამის შესახებ იტყობინება ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია. პროკურატურამ მურსისა და „მუსლიმთა საძმოს“ კიდევ 14 წევრის საქმე კაიროს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს გადასცა. ყველა მათგანს ბრალი ედება ძალადობისა და მკვლელობების მოწოდებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის დეკემბერში, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG