უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ”ახლობლების ბედსა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებული გაურკვევლობა საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული ბევრი ოჯახისთვის მტკივნეულ რეალობას წარმოადგენს.” ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველას, ვინც ჩართულია ამ საკითხების გადაწყვეტაში, სრულად ითანამშრომლონ და წარმოადგინონ ინფორმაცია დაკარგული პირების ბედის, მასობრივი სამარხებისა და დაკრძალვის სხვა ადგილების შესახებ. ”უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ ოჯახების მიერ გაურკვევლობით განცდილი ტკივილი მთელ მსოფლიოში და ყველა საზოგადოებაში ერთნაირია. საკითხის გადაწყვეტა საქართველოში შერიგებისა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1