გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა ვერ შეათანხმა პოზიციები სირიის თაობაზე რეზოლუციის პროექტზე, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა წარმოადგინა. ნიუ-იორკში დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ჩინეთის არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა ჟურნალისტების წინაშე. რეზოლუცია გმობს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის და იძლევა სანქციას „მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ზომების მისაღებად.“ მიიჩნევა, რომ ეს ფორმულირება დამასკზე ძალისმიერი ზემოქმედების საშუალებას იძლევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ბრიტანელ კოლეგასთან, უილიამ ჰეიგთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რეზოლუციის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც სირიაში მუშაობას დაასრულებენ გაეროს ინსპექტორები, რომლებიც შეისწავლიან სავარაუდო ქიმიურ იერიშებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა 21 აგვისტოს. ამ იერიშების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ - მომწამლავი გაზი ზარინით.
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა ვერ შეათანხმა პოზიციები სირიის თაობაზე რეზოლუციის პროექტზე
ყველაზე პოპულარული
1