Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში 29-მდე გაიზარდა ორი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი


ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში 29-მდე გაიზარდა სუნიტურ მეჩეთებთან პარასკევს მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ლიბანის „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებების შედეგად თავდაპირველად გავრცელებულ ცნობებში 12 დაღუპულზე იუწყებოდნენ. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქებები დანაღმული ავტომანქანებით მოეწყო. ძალადობაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მომხდარის ფონია ლიბანში გამწვავებული დაძაბულობა მეზობელი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის.
XS
SM
MD
LG