Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს


რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლები, ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და ალექსანდრე ცერცვაძე და ირაკლი მერებაშვილი შეიარაღებულმა პირებმა მეზობელი სოფლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. როგორც ინტერპრესნიუსი იუწეყება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. იტყობინებიან, რომ ცერცვაძესა და ვანიშვილს თან ახლდათ მცირეწლოვანი შვილიც და რომ მშობლების დაკავებისას 6 წლის დავით ცერცვაძე შეიარაღებულმა რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა სოფლის მიმართულებით გაუშვეს. ცოლ-ქმარ ცერცვაძეებს შინ მიცვალებული ჰყავთ. გარდაცვლილის ერთადერთი ჭირისუფლები კი დაკავებულები არიან. სოფლის გამგებელი ზაზა მუზაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. დაკავებულების ახლობლები და მეზობლები საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს დაკავებულების გასათავისუფლებად აქტიურ მოქმედებებს სთხოვენ და ოსურ მხარესაც მიმართავენ დაკავებული ჭირისუფლები გაათავისუფლონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო 2 თვეში 7 ადამიანია დაკავებული.
XS
SM
MD
LG