Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა ჯარისკაცმა ბოდიში მოიხადა 16 ავღანელის დახოცვისათვის


ამერიკელმა ჯარისკაცმა რობერტ ბეილსმა ბოდიში მოიხადა ავღანეთში 16 სამოქალაქო პირის დახოცვისათვის. ვაშინგტონის შტატში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გამართულ სასამართლო მოსმენაზე, 39 წლის ბეილსმა განაცხადა, რომ „გულწრფელად წუხს“ და თანაუგრძნობს ადამიანებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს 2012 წლის მარტში, ყანდაარის პროვინციაში მომხდარი ინციდენტისას. ივნისში ბეილსმა თავი დამნაშავედ ცნო, რათა თავიდან აეცილებინა სასიკვდილო განაჩენი. მას სამუდამო პატიმრობა მოელის. სამხედრო ჟიური განიხილავს, უნდა მიეცეს თუ არა ბეილსს შეწყალების უფლება.
XS
SM
MD
LG