რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უპრეცედენტო წყალდიდობამ მაგადანის ოლქს მიაღწია. ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 23 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული ამურის, ხაბაროვსკის, იაკუტიის რეგიონებში და ებრაელთა ავტონომიურ ოლქში. ორშაბათის შემდეგ, წყლის დონემ მდინარე ამურში 16 სანტიმეტრით აიწია და ხაბაროვსკთან 673 სანტიმეტრს მიაღწია, რაც 31 სანტიმეტრით აღემატება 1897 წელს აღრიცხულ სარეკორდო მაჩვენებელს. რეგიონში სამხედრო შენაერთები განათავსეს მდინარის გასწვრივ ჯებირების გასამაგრებლად.
ყველაზე პოპულარული
1