Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიამ საცეცხლე სწავლება ჩაატარა


ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა "ტაქტიკური სწავლება - საბრძოლო სროლებით". თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო I საარტილერიო ბრიგადის 122 მილიმეტრიანი BM-21-ის ბატალიონმა და ჩეხურის წარმოების LAR 160-ის ბატარეამ. სამხედრო სწავლება, რომელსაც გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაესწრნენ, ერთ ეტაპად ჩატარდა და მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას თავდაცვითი ოპერაციების საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის. სწავლების დასრულების შემდეგ კი ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების სტატუსის განსაზღვრა მოხდება.
XS
SM
MD
LG