გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ისრაელს და პალესტინელებს მოუწოდებს, „მოთმინება“ გამოიჩინონ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ეს განცხადება მან გააკეთა ხუთშაბათს, მას მერე, რაც ამანში მოლაპარაკებები გამართა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნასერ ჯუდესთან. ბან კი მუნმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო მხარს უჭერს განახლებულ მოლაპარაკებებს. ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები ოთხშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს იერუსალიმში, უცნობ ადგილზე, პირველი ოფიციალური მოლაპარაკებების გასამართად მას მერე, რაც გასულ თვეში ვაშინგტონში ჩატარებული შეხვედრით განახლდა მოლაპარაკებები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. არცერთ მხარეს არ გაუკეთებია განცხადება მოლაპარაკებებში წარმატების შესახებ. შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებები მაქსიმალურად გაუხმაურებლად უნდა ჩატარდეს. ბან კი მუნი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში მოგზაურობს იორდანიაში, ისრაელსა და პალესტინელთა ტერიტორიებზე.
ბან კი მუნი ისრაელს და პალესტინელებს მოუწოდებს, „მოთმინება“ გამოიჩინონ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე
ყველაზე პოპულარული
1