Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში დემონსტრანტების ბანაკების დაშლისას 13 კაცი დაიღუპა


ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 13 კაცი დაიღუპა და 67 დაიჭრა უსაფრთხოების ძალებისა და ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეთა შეტაკების დროს. „მუსლიმთა საძმოს“ მომხრეებმა სპეცდანიშნულების ძალებს წინააღმდეგობა გაუწიეს წესრიგის დამცველებმა კაიროს ცენტრის ისლამისტების საპროტესტო ბანაკებისაგან განთავისუფლება დაიწყეს. დაღუპულთა შორის 5 პოლიციელია. დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეები კი 100-თ დაღუპულზე საუბრობენ. ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე, რომელმაც ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის გარდამავალმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლება უნდა უზრუნველყოს. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას დაუბრუნდნენ დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რათა თავიდან აიცილონ ძალადობის ესკალაცია. მოვუწოდებთ ორივე მხარეს დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს, რაც ყველ პოლიტიკური ძალის მონაწილეობას გულისხმობს.“ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტთაგან გაწმინდეს და სრულად აკონტროლებენ ნაჰდას მოედანს, რომელზეც ისლამისტების მცირე ბანაკი მდებარეობდა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი პოლიციის სპეცოპერაცია ჯერჯერობით გრძელდება რაბაა ალ ადავიას მეჩეთის წინ, სადაც მორსის მომხრეთა ყველაზე დიდი ბანაკია გაშლილი.
XS
SM
MD
LG