Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია გერმანიაში გაემგზავრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა გერმანიაში. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რომ ალასანია ეწვევა აშშ-ის სამხედრო ბაზა „ჰოენფელსს“, სადაც მიმდინარეობს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის მოსამზადებელი წვრთნა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის მისიისთვის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია შეხვდება ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელს. ვიზიტის დასასრულს ირაკლი ალასანია ეწვევა ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსა და ჰაიდელბერგის საავადმყოფოს, სადაც მოინახულებს ავღანეთის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
XS
SM
MD
LG