ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს კომისიის წევრმა გიზო მჭედლიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ზურაბ ხარატიშვილმა განცხადება დღეს დაწერა. მოგვიანებით კომისიის თავმჯომარის გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტმა კანდიდატები ცესკო-ს ოპოზიციურ ფრთას უნდა წარუდგინოს.
ყველაზე პოპულარული
1