საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ის ვლადიმირ პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას ჰპირდებოდა. ამის შესახებ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ უარი მიიღო: პუტინმა მას დაუფიქრებლად უპასუხა, რომ "საქართველოს ტერიტორიებს მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ვერ გაცვლიდა". ამავე ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა მგლისა და კრავის ურთიერთობას შეადარა რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას. "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებებზე, რომლებიც მედვედევმა ბოლო ტელეინტერვიუში გააკეთა. სააკაშვილის თქმით, "რუსეთის დოქტრინის თანახმად, პირველ რიგში უნდა შევეგუოთ, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი აღარ არის, არასოდეს შევალთ ნატო-ში და თუ ევრაზიულ კავშირში შევალთ, რუსეთმა შეიძლება უკეთესი თვალით შემოგვხედოს. ყველა ერი თვითონ ირჩევს თავის ბედს და ახლა ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე. თუ ქართველ ერს სურს უარი თქვას თავის ტერიტორიაზე და მომავალ განვითარებაზე, მაშინ გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრავმა შეიძლება მოილაპარაკოს მგელთან?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყველაზე პოპულარული
1