Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობამ სამოქალაქო პირები და პოლიციელები შეიწირა


ერაყში ძალადობამ ოთხშაბათს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის სამი პოლიციელი. ოფიციალური პირების ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში გზის პირას ჩადებულ ბომბზე აფეთქდა პოლიციის პატრული. შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ორი პოლიციელი. მოსულში მოეწყო კიდევ ერთი აფეთქება, რომელმაც სამოქალაქო პირი შეიწირა. ხოლო ორი ადამიანი დაიღუპა ბაღდადის ჩრდილოეთით 60-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ მუსაიბში, ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ბოლოხანს ერაყში ძალადობამ იმატა, პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გამწვავების ფონზე. ერაყის მთავრობის მონაცემებით, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვმა ივლისში თითქმის 1000-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის აპრილის შემდეგ.
XS
SM
MD
LG