Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები


ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სადილზე. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ეს არის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებებს შორის. სადილამდე ჯონ კერიმ ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები ისრაელისა და პალესტინის დელეგაციებთან. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, ამ დროისათვის მხარეები საუბრობენ მომდევნო რამდენიმე თვეში გასამართი მოლაპარაკებების თაობაზე. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმება ისრაელსა და პალესტინას შორის აღდგენილ მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG