Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის მთავრობა გადადგომას არ აპირებს, საპროტესტო აქციების მიუხედავად


ტუნისის პრემიერ-მინისტრ ალი ლარაიედის განცხადებით, ის და მისი მთავრობა ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად არ აპირებენ გადადგომას და მუშაობას გააგრძელებენ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, ანუ დეკემბრამდე. ლარაიედმა 17 დეკემბერი დაასახელა საყოველთაო არჩევნების თარიღად. ტუნისის პარლამენტთან ორშაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის გადადგომისა და პარლამენტის დათხოვნისაკენ მოწოდებით. ეს საპროტესტო აქციები მოჰყვა ხუთშაბათს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მემარცხენე პარლამენტარ მოჰამედ ბრაჰიმის მკვლელობას. ის ტუნისში სეკულარული ოპოზიციის მეორე ლიდერი იყო, რომელიც წელს მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მთავრობის ოპონენტების შეფასებით, მმართველი, ზომიერი ისლამის მიმდევარი პარტიის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ ექსტრემისტების გაკონტროლებას.
XS
SM
MD
LG