Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლება ილია მეორეს დევნილების თაობაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას დაჰპირდა


რუსეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქრისტიანი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტის შექმნას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ ილია მეორე "მე-9 არხთან" ინტერვიუში განაცხადა. იგი რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვსა და კიევში იმყოფებოდა. მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელშიც მსოფლიოს მართლმადიდებელი ერების პრობლემებია განხილული. დოკუმენტში არ მოხვდა აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნების საკითხი. თუმცა, ილია მეორის თქმით, რუსეთის პატრიარქმა, რასაც რუსეთის პრეზიდენტიც იზიარებს, მას სიტყვა მისცა, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის საკითხი ცალკე იქნება განხილული. „აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ლტოლვილების დაბრუნება თავის კერაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას", - აცხადებს ილია მეორე.
XS
SM
MD
LG