ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობის მოკავშირეები და მომხრეები ხალხმრავალი ანტიისლამისტური მსვლელობისათვის ემზადებიან. აქცია იმართება ეგვიპტის გენერალიტეტის მხარდასაჭერად, რომელმაც 3 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის დამხობა ითავა. კვირის დასაწყისში ეგვიპტის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა აბდელ ფატა ალ სისიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მოუწოდა მომხრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყონ მსვლელობა „ძალადობისა და ტერორიზმის“ წინააღმდეგ. ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი მურსი გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ უცნობ სამხედრო ობიექტზე ჰყავთ გადამალული. ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტეში რამდენჯერმე მოხდა შეტაკება მურსის მომხრეებსა და პოლიციას შორის. პარასკევს დაგეგმილი ხალხმრავალი „ანტიისლამისტური“ გამოსვლა მიჩნეულია, როგორც მურსის მხარდამჭერი ისლამისტური პოლიტიკური გაერთიანების „მუსლიმთა საძმოს“ შეზღუდვის პრელუდია.
ყველაზე პოპულარული
1