ლიბანის შიიტურმა ორგანიზაცია - „ჰიზბოლამ“ „აგრესიული და უსამართლო“ უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციის სამხედრო ფრთის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის შესახებ. „ჰიზბოლას“ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება აშშ-ისა და ისრაელის ზეწოლის შედეგია. თეთრი სახლი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის „მკაფიო გზავნილი“, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს „ჰიზბოლას“ „ტერორისტულ ქმედებებს“.
ყველაზე პოპულარული
1