ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, 500-ზე მეტმა პატიმარმა, მათ შორის ალ ყაიდის მაღალი რანგის წევრებმა, მოახერხეს გაქცევა ერაყის ორ ციხეზე განხორციელებული ხანგრძლივი თავდასხმების შედეგად, რაც დიდი მსხვერპლით დასრულდა. ხელისუფლების ცნობით, კოორდინირებული შეტევები ბაღდადთან ახლომდებარე ტაჯის და აბუ ღრაიბის ციხეებზე კვირა ღამით განხორციელდა და ორშაბათს დილამდე გრძელდებოდა. ერაყის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრ ჰაკიმ ალ ზამილის თანახმად, აბუ ღრაიბიდან ხუთასამდე პატიმარი გაიქცა. ამავე კომიტეტის წევრის შვან თაჰას ინფორმაციით კი ორივე ციხიდან გაქცეული პატიმრების საერთო რაოდენობა 500-დან 1000-ს კაცს შორის მერყეობს. თავდასხმის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით ერაყის უშიშროების ძალების 25 წევრი დაიხოცა. ციხეების დამცველებმა სულ მცირე ექვსი თავდამსხმელი მოკლეს.
ყველაზე პოპულარული
1